იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ უვადოდ განმწესების მსურველი 44 მოსამართლე დაამტკიცა

19:07 02-22-2018
37

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ უვადოდ განმწესების მსურველი 50 კანდიდატიდან 44 მოსამართლე დაამტკიცა. 6 კანდიდატს კი საბჭომ მოსამართლედ უვადოდ განმწესებაზე უარი უთხრა. 

უარი ეთქვათ: ცისანა სირბილაძეს, ირაკლი შავაძეს, მიხეილ ბებიაშვილს, კობა გოცირიძეს, ეკატერინე პართენაშვილს და დავით კეკენაძეს.

უვადოდ განმწესების მსურველ მოსამართლეთა სიაში იყვნენ ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი რევაზ ნადარაია და ირაკლი ბონდარენკო, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ განამწესა მოსამართლედ. 

საბჭოზე კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობდა. მასში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრი მონაწილეობდა. უვადოდ განმწესების მსურველი მოსამართლე დამტკიცებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს არანაკლებ 10 წევრი დაუჭერდა მხარს მის კანდიდატურას. კენჭისყრამდე მოსამართლეებმა გასაუბრების ეტაპი გაიარეს. უვადოდ განმწესებული მოსამართლეები საქართველოს მთელი მასშტაბით განაწილდებიან.