სიცოცხლეში რომ მოეცათ ეს თანხა, მე მას გადავარჩენდი - სამუშაოზე დაღუპული 20 წლის ბიჭის მამა

21:18 02-20-2018
665
თეგები: რეაქცია

ფოთში, სამუშაო ადგილზე დაღუპული მშენებლის ვალერი ჟღენტის, მამა მურთაზ ჟღენტი ამბობს, რომ მის შვილს კონტეინერმზიდმა გადაუარა 2012 წელს და შემდეგ ორი წელი ავადმყოფობდა.

"გვჭირდებოდა 50 000 ლარი, რომ წაგვეყვანა თურქეთში, თუმცა ეს თანხა არ გადაგვიხადეს, მხოლოდ კლინიკის საფასური დაგვიფინანსეს. ბინა ჩავდე, რა არ გავაკეთე, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ. შემდეგ სასამართლოში შევიტანეთ და 70 000 გადაიხადეს კომპენსაცია, თუმცა ეს თანხა უკვე აღარ მჭირდებოდა. სიცოცხლეში რომ მოეცათ ეს თანხა, მე მას გადავარჩენდი. იმ ტერმინალზე უკვე მეორე ადამიანია ასე დაღუპული, ჩემი ბიჭი 20 წლის იყო", - აცხადებს გარდაცვლილის მამა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია".



ავტორი: ლილუ მიროტაძე