„გული ამიჩუყდა, ამაზე დიდი შეფასება არ არსებობს“ - „ჰორიზონტი“ ბერლინალეზე - Exclusive

14:39 02-19-2018
390

კინოს მოყვარულებმა კარგად იციან, რომ თებერვალი ბერლინალეს თვეა. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 1951 წელს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „რებეკა“ გაიხსნა და მას მერე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალად იქცა. ფესტივალზე ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოფილმებს აჩვენებენ და მათ ორი საუკეთესო „ოქროს დათვით“ ჯილდოვდება. საუკეთესო რეჟისორის, ქალის როლისთვის და მამაკაცის როლისთვის კი „ვერცხლის დათვია“ განკუთვნილი. 

საქართველო ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედაა წარმოდგენილი. ჩვენმა ქვეყანამ ფესტივალზე რამდენიმე სურათი წარადგინა.  16 თებერვალს ბერლინალეს სექციაში „პანორამა“  თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

ეს არის ფესტივალის ერთ-ერთი ძირითადი პროგრამა, სექცია თამამი და არაორდინარული ფილმებისთვის. 

„ჰორიზონტი“ ყოფილი ცოლ-ქმრის, ანასა და გიორგის ისტორიაზე გვიამბობს. წყვილი ერთმანეთს შორდება და ახალ ცხოვრებას იწყებს.

ანას როლს მსახიობი ია სუხიტაშვილი თამაშობს. ხოლო მისი ყოფილი ქმარი ფილმში მსახიობი, გიორგი ბოჭორიშვილია.

ფილმის ჩვენებას საკმაოდ ბევრი დადებითი რეცენზია მოჰყვა უცხოელი კინოკრიტიკოსებისგან. გთავაზობთ რამდენიმე  მათგანს.


„მიუხედავად იმისა, რომ ქარველი ქალები არ შეუერთდნენ კამპანიას #metoo, ისევე როგორც ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში, ბოლოდროინდელი ქართული ნამუშევრები, როგორიც არის ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ და ანა ურუშაძის „საშიში დედა“, იძლევა ინფორმაციას ადგილობრივი მამაკაცების პატრიარქალური ქცევის შესახებ, როგორიც არის ცემა. ნატურალისტური, მელანქოლიური დაკვირვებითი დრამა, - „ჰორიზონტი“ რომლის რეჟისორიც თინათინ ყაჯრიშვილია, გვიჩვენებს უარყოფილი ქმრის ტანჯვას და მოგვითხრობს ქალი მსახიობის შესახებ, რომელთა მიმართაც ბედისწერა ფრთხილია. “

რეცენზიის ავტორი ხაზს უსვამს გადაღების ადგილსაც.

„კუნძულის მდებარეობის სილამაზე და სიშორე შთააგონებს დიზაინერს, რომ ეს იმაზე უფრო მეტად მარტივია, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც შეიძლებოდა მთავარ გმირს მოესურვებინა ქალაქში შეექმნა. დამატებითი სეზონების ცვლილების გამოსახატავად კინემატოგრაფი, ირაკლი ახალკაცი, იყენებს ცეცხლს ყინულს, ტალღებს და თოვლს“.

ავტორი - Alissa Simon

http://variety.com/

 

 „თინათინ ყაჯრიშვილის პირველი ნამუშევარი, - „მეჯვარე“ არის ახალი ქართული კონოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი, მას შემდეგ რაც მისი პრემიერა, 2014 წელს ბერლინალეს პანორამაზე გაიმართა. თინათინი მეორე ფილმით, „ჰორიზონტი“ ბრუნდება  პანოპრამაზე და წარმოაჩენს წინა ფილმის მსგავს თემებს. რამდენად შორს შეიძლება გადახვეწოს ადამიანი აუტანელმა ტკივილმა დანგრეული ქორწინების შემდეგ, როგორც ფსიქიკურად ისე ემოციურად და ფსიქოლოგიურად.

განშორება მტკივნელულია ორივესთვის, ყოფილი ცოლ-ქმრისთვის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მათ ორი შვილი ჰყავთ. ასეთ სიტუაციაში უფრო რთულდება დასასრული.

ყაჯრიშვილი აჩვენებს რამდენიმე ძლიერ მომენტს, თუ რამდენად რთულია ტკივილი და ეს მომენტები გამოსახულია ფლეშბექებად. „ჰორიზონტი“ არის ფილმი, რომელიც წარმოაჩენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც გიორგი ბოჭორიშვილი გასაოცრად ავითარებს და ია სუხიტაშვილი თავისი როლით უპირისპირდება ამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, თავისი ზუსტი და ხშირად მომხიბვლელი დახვეწილობით... ეს ასევე არის ვიზუალური სიმდიდრის გამოხატულება, რომელიც არჩევანის წინაშე გაყენებს, ბუნებრივ ადგილებსა და დიზაინის მიერ შედგენილ ინტერიერს შორის. ფილმის გადამღები განათებას იყენებს საუკეთესოდ მდინარეზე წელიწადის ნებისმიერ დროს. ისტორია იწყება იმით,  თუ რა არის სიცივე და არდრეული გაზაფხული და მთავრდება მომდევნო ზამთარს. ეს ტექნიკა იძლევა ატმოსფეროს მრავალფეროვნებას. იდილიური, მზიანი თევზის სცენიდან დაწყებული, გაგრძელებული ყვითელი ლერწმებით და დამთავრებული გიორგის ჭუჭყიანი ფეხსაცმლით, როდესაც ის ჩადის ქალაქში. თოვლიანი ფინალი არის კათარზისი, რომელსაც მიაღწია რეჟისორმა წინა ფილმშიც.“

ავტორი: Vladan Petkovic

http://cineuropa.org/

ჩვენ ფილმის მთავარ გმირებს, ია სუახიტაშვილსა და გიორგი ბოჭორიშვილს დავუკავშირდით და ეს მნიშვნელოვანი გამოხმაურება მივულოცეთ.

ია სუხიტაშვილი:

- ფესტივალის ფარგლებში ექსტრემალურად, ფილმის ნახვის შემდეგ იწერება რეცენზიები. ასეთ ჰოლივუდურ რეპორტაჟებს ქმნიან ძალიან მაგარი კინოკრიტიკოსები. აქ ყველაფერს უნდა ელოდო, კრიტიკასაც და დადებით გამოხმაურებასაც. ძალიან კარგი შეფასება მივიღე. გული ამიჩუყდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ამაზე დიდი შეფასება არ არსებობს.

- ია, როდის მთავრდება ფესტივალი, როდის ველოდოთ მთავარ შედეგს?

- რომელ სექციაშიც „ჰორიზონტი“ გადის, მთავარი ჯილდო არის მაყურებლის სიმპათია. წარდგენილები ვართ სხვადასხვა ნომინაციაში. რომელ ნომინაციაში გვექნება წარმატება, ამას 25 თებერვალს გავიგებთ, ფესტივალის დახურვის დღეს.

გიორგი ბოჭორიშვილი:

 

- ამბავი იყო დამაჯერებელი. უპირობოდ მიიღეს ის მოცემულობა, რაშიც გმირები არიან,როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ეს ძალიან მახარებს.

ნინო მჭედლიშვილი 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი