14 წლის წინ „იბერიის“ დარბევიდან თავისუფალი სიტყვის დევნა დაიწყო

14:05 02-19-2018
71

ზუსტად 14 წლის წინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იბერია“ დაარბია და დახურა. მაშინ ხელისუფლებამ მისი ქმედება „ომეგა-ჯგუფის“ უკანონო ბიზნესსაქმიანობას დაუკავშირა.

თუმცა, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა: თუკი, „ომეგა-ჯგუფი“ რაიმე სახის უკანონობას ეწეოდა რატომ შეიჭრა სპეცრაზმი ტელეკომპანიაში? რატომ არ მიეცა არხს საქმიანობის გაგრძელების საშუალება? ეს იყო პირველი ძალიან ნათელი სიმპტომი და ტენდეცია, რომელიც სააკაშვილის კრიტიკულ მედიასთან დამოკიდებულბას აჩვენებდა. შეიძლება ითქვას, რომ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა ტელეკომპანია „იბერია“ დაარბიეს, თავისუფალი სიტყვის დევნა დაიწყო. ტელეკომპანია "იბერიის" მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა არხის აღგენა მხოლოდ 2013 წელს მოახერხა, მაშინ როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო და ოპოზიციაში გადაინაცვლა. ახლა არხს უკვე მზარდი რეიტინგი და საკმაოდ საინტერესო სატელევიზიო ბადე აქვს. დღეს „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი თავის საავტორო გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ სწორედ ამ თარიღზე ისაურბებს. ეს არის ისტორია, რომელიც ყველა ხელისუფლებისთვის გაკვეთილი უნდა გახდეს.