2017 წელს სასაკლაოების მიერ 8047,3 ტონა ხორცია წარმოებული - საქსტატი

11:42 02-19-2018
28

საქტატის ინფორმაციით, 2017 წლის IV კვარტალში საქართველოში 72 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18,1% - იმერეთში მდებარეობს, 16,7% ქვემო ქართლში, 15,3% - კახეთში, 12,5% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 12.5% - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 24,9% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, სასაკლაოების მიერ 2017 წლის IV კვარტლის განმავლობაში 8047,3 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 40,2% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 45.3% - ფრინველის, 10,4% - ღორის, 4,1% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,01% - სხვაზე.

მომსახურება გაეწია 11,8 ათას პირს, საიდანაც 38,7% შინამეურნეობებების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 799 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23.3 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9,6 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 20,7 ლარი.