დაჩქარდება კანონპროექტის განხილვა, რომელიც სამშენებლო სამუშაოებზე შრომის უსაფრთოხებას ეხება - ირაკლი კობახიძე

11:02 02-19-2018
30

პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ, დეტალებზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, შეხვედრა სამშენებლო სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების გამკაცრებას ეხებოდა. 

"დღეს შედგა საბოლოო კონსულტაციები სამშენენებლო სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკაშირებით. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო თბილისის მერს ინიციატივისათვის. ამის საფუძველზე, დაჩქარდება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა, რომელიც ეხება ამ საკითხს. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეული საკითხი. არის მსხვერპლი ძალიან ხშირად სამშენებლო სამუშაოებზე, და კანონპროექტის მიზანი, რომელიც არის ინიცირებული, არის სწორედ ის, რომ სწორად დავარეგულიროთ ეს საკითხი. საქმე ეხება სანქციების გამკაცრებას, ეს არის ერთი მიმართულება. ასევე ადმინისტრირების  გაუმჯობესებას, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი კანონპროექტი და ასევე საუბარია სანქციებზე, რომელიც დაკავშირებულია უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობებთან. ეს ყველაფერი უზრუნველყოფნს, საბოლოო ჯამში, პრობლემის მოგვარებას. მივესალმებით რა თქმა უნდა, მშენებლობის მაღალ ტემპს, მაგრამ ეს არ უნდ ახდებოდეს ადამიანის მსხვერპლის ხარჯზე, მათ შორის ურბანული დამახინჯების ხარჯზე", - განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, ის ცვლილებები, რომლებზეც არის საუბარი, შევა პროდუქტის უსაფრთხოების კონტექსტში და აისახება შესაბამის დოკუმენტში.

"ეს ცვლილებები დაემატება უკვე ინიცირებულ პროექტს, რომელიც დაემატება არსებულ დოკუმენტს. ჩვენ გავქვს საშუალება, რომ მეორე მოსმენაზე დავამატოთ საკითხები კანონპროექტს, შესაბამისად, მიმდინარე კვირაში, მეორე მოსმენით იქნება მიღებული კანონპროექტი", -განაცხადა კობახიძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე