გომბორის გზაზე ბენზინმზიდი აფეთქდა

15:42 02-17-2018
51

ამ წუთებში გომბორზე მდებარე სოფელ კობაძეთან სატვირთო მანქანა იწვის. ამის შესახებ imedinews-ს ადგილობრივებმა აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, გზაზე მიმავალი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის კუთვნილი ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და აფეთქდა.


ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა გადახტომა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


შსს-ს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო