გორში ბებია და შვილიშვილი გაზის გამათბობლით მოიწამლნენ

11:04 02-17-2018
39

გორში ბებია და შვილიშვილი გაზის გამათბობლით მოიწამლნენ. ისინი გორის სამედიცინო ცენტრ გორმედში სოფელ ზემო სობისიდან გადაიყვანეს.

ოთახში, სადაც ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდა, გაზის გამათბობელია დამონტაჟებული.

სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ  სტაციონარში მოთავსებისას პაციენტებს ყველა საჭირო დახმარება დროულად გაეწიათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია