ექსკლუზიური კადრები ლევან ჯიბღაშვილის ოქროს დაბადების დღიდან - მსახიობმა საცოლე გამოაჩინა - video

22:23 02-16-2018
2635

30 იანვარს მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს 30 წელი შეუსრულდა. ლევანმა დაბადების დღეს მეგობრების წრეში აღნიშნა. სწორედ ამ დღეს ლევანმა „ოტიუმში“ შეკრებილ სტუმრებს საცოლე გააცნო. წყვილის ფოტოებს დაბადების დღიდან „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურად გთავაზობდათ. 

ჩვენივე ინფორმაციით გოგონა, რომელიც ლევანმა მეგობრებს საცოლის სტატუსით გააცნო, მსახიობის პირველი სიყვარული ყოფილა. სალომე სულხანიშვილი თბილისსა და ბათუმში არსებული „აკვა პარკების“ ქსელის მფლობელის, აკაკი სულხანიშვილის, იგივე ფეფეს ქალიშვილი გახლავთ.

გთავაზობთ კადრებს, რომელიც ლევანის დაბადების დღესაა გადაღებული.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი