ბუაჩიძეზე ხანძარი ლიკვიდირებულია - ინტოქსიკაციით 8 ადამიანი, მათგან 5 ბავშვი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს   

22:25 02-14-2018
34

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, თბილისში, ბუაჩიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.  ბუჩიძის ქუჩაზე ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "პრიამტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 10 ადამიანი ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 

როგორც "პრაიმტაიმს" სასაწრაფო სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, 5 ბავშვი გადაყვანილია იაშვილში, 3 მერვე საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენმა 2 უარი თქვა მომსახურეობაზე. 

"პრაიმტაიმი" დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.