"მოვითხოვთ უსაფრთხო შრომას" - "აუდიტორია 115"-ის აქცია-მსვლელობა დაიწყო (live)

19:36 02-14-2018
18

აუდიტორია 115-ის აქციის მონაწილეები აქცია-მსვლელობა პარლამენტისკენ დაიწყო. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ მუშებს და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომების არ არსებობას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში 1209 მუშა დაიღუპა.

"აუდიტორია 115"-ის წევრებს ტრანსფარანტები აქვთ წარწერით: „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს", "გაჩუმდი, გაამდიდრე, მოკალი", "მოვითხოვთ უსაფრთხო შრომას"

შეგახსენებთ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხვალ არის ჩანიშნული.