კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

18:11 02-14-2018
20

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის  კმ171-კმ186 კალა-უშგულის მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვლიდან ზვავსაშიშროების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.