"დაზიანებულია ღვიძლი და თირკმელი" - დაჭრილი მამაკაცის ნათესავი

13:37 02-14-2018
59

დღეს დილით დაჭრილი მამაკაცი, ნოდარ ვარძელაშვილი , ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მისმა ნათესავმა , ნინო ვარძელაშვილმა "პრაიმთაიმთან" საუბრის დროს აღნიშნა, მამაკაცს მხოლოდ ერთი გასროლით აქვს მიყენებული ჭრილობა.

"რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ჭრილობა იქნა მიყენებული ერთი გასროლით. დაზიანებულია ღვიძლი და თირკმელი . ვინ ესროლა ან რა მიზეზით ჩვენთვის უცნობია"- აღნიშნა მან.

თბილისის ცენტრში დაჭრილ მამაკაცს ალადაშვილის კლინიკაში ოპერაცია ამ დრომდე უტარდება. მამაკაცი დღეს გამთენიისას, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან დაჭრეს.