ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ტეილორ სვიფტი

შოუბიზნესი 1713853273

ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით მილიონ დოლარზე მეტი იზარალეს

ტეილორ სვიფტის მიმდინარე საკონცერტო ტურნესთვის პოპვარსკვლავის ათასობით ბრიტანელმა ფანმა, როგორც აღმოჩნდა, ყალბი ბილეთები შეიძინა. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, ლოიდს ბანკის ცნობით, თაღლითობის მსხვერპლი მათი 600-ზე მეტი მომხმარებელი გახდა; თითოეულმა, საშუალოდ, 334 გირვანქა სტერლინგი, ზოგმა კი 1 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი იზარალა. რადგან ეს მონაცემი მხოლოდ ბანკის ბაზას ემყარება, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ყალბი ბილეთები, სულ მცირე, 3 000-მა ადამიანმა შეიძინა, მათი ზარალი კი ჯამურად მილიონ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.სვიფტის რიგით მეექვსე ტურნე, The Eras Tour, შარშან მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე გასტანს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ არც კი დასრულებულა, ის ისტორიაში უკვე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნეა; ამასთან, ისტორიაში პირველი, რომლის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად ტურნეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც, რომლის შემოსავალმა $260 მილიონზე მეტი შეადგინა.ტურნეს ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილ 15 კონცერტზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ამის გამო, ვარაუდობენ, რომ კონცერტზე დასწრების მსურველებმა შეიძლება გადამყიდველებს მიაკითხონ. თაღლითობის საკითხზე მომუშავე ექსპერტები კი ფანებს ურჩევენ, მოერიდონ უცხო ადამიანისთვის თანხის წინასწარ გადარიცხვას და ბილეთი მხოლოდ ავტორიზებულ პლატფორმებზე შეიძინონ.ასოციაცია UK Finance-ის ცნობით, შესყიდვასთან დაკავშირებული თაღლითობის შედეგად, ბრიტანელებმა მხოლოდ გასულ წლის ნახევარში $50 მილიონამდე იზარალეს. ფართოდ გავრცელებული შემთხვევების გამო, ევროპის უდიდესმა ბანკმა, HSBC-მა, მომხმარებლებს ასევე მოუწოდა, ბილეთები მხოლოდ ოფიციალური გამყიდველებისგან ან სალაროებში შეიძინონ.„თაღლითები, როგორც წესი, ოფიციალურ გამყიდველად გაგეცნობიან სოციალურ ქსელში ან ონლაინმაღაზიაში. გეტყვიან, რომ ბილეთს მეილზე გამოგიგზავნიან ფულის გადარიცხვის შემდეგ. თუმცა, როცა მეილზე არაფერი დაგხვდებათ და მათთან დაკავშირებას შეეცდებით, ისინი თვალსა და ხელს შუა გაქრებიან", - ნათქვამია HSBC-ის გაფრთხილებაში.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1713853241

ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშნები: ვის აქვს ყველაზე დიდი გული

შესაძლოა, ადამიანს მკაცრი იმიჯი ჰქონდეს, მაგრამ ამ ცივი ექსტერიერის ქვეშ, უბრალოდ ემოციების ფეიერვერკი იმალებოდეს... ასეთი მგრძნობიარე ადამიანები, ხშირად ძალიან ბევრს ტირიან და ეს არ არის მხოლოდ მწუხარების ცრემლები: ისინი ტირიან სიხარულის, ბედნიერების, შვებისა თუ დაღლილობის ცრემლებით...ამ ადამიანებს დიდი გული აქვთ. გული, რომელიც სრულიად უცხო ადამიანებს თანაუგრძნობს; გული, რომელსაც არ ეშინია გადაარჩინოს მიუსაფარი ცხოველები და გული, რომელიც ბოლო კაპიკებსაც სხვის დასახმარებლად გაიღებს.მართალია ასეთი მგრძნობიარე ადამიანები ხშირად ცდილობენ საკუთარი ფაქიზი გრძნობების დამალვას, თუმცა ეს შეუძლებელია. ყოველთვის დადგება ის მომენტი, როდესაც ცრემლები თავისთავად იპოვნიან გზას...თევზებითევზები ფიქრობენ, რომ მათ კარგად გამოსდით მკაცრი იმიჯის მორგება, მაგრამ სინამდვილეში, ყველამ იცის, თუ რაოდენ თბილი და მგრძნობიარე ადამიანები არიან. ყველამ იცის, რომ მათ ყველაზე დიდი გული აქვთ. ამის მიზეზი მარტივია: უკიდურესად თანამგრძნობი ხასიათის წყალობით, ისინი თავადვე პოულობენ იმ ადამიანებს, ვისაც მათი დახმარება სჭირდებათ. შემოქმედებითი ბუნების წყალობით კი, ზრუნვასა და სიყვარულის უჩვეულოდ გამოხატავენ.მაგრამ ზოგჯერ, მათ ავიწყდებათ, რომ სხვების მიმართ კეთილგანწყობისა თუ სიყვარულის გამოხატვა სისუსტის ნიშანი სულაც არ არის - უფრო მეტიც, ესაა ყველაზე დიდი ძალა, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. ამიტომ შეწყვიტეთ მკაცრი ნიღბის ტარება და გამოავლინეთ საკუთარი სინაზე.კირჩხიბიარც კირჩხიბების ემოციების ამბავი წარმოადგენს დიდ სიახლეს. მაგრამ საიდუმლო ის არის, რომ ისინი იმაზე უფრო მზრუნველნი არიან, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ. მათ იციან, თუ რაოდენ მოწყვლადები არიან საკუთარი ემოციების წყალობით, ამიტომ მუდამ ირგებენ უდარდელ, მხიარულ და ძლიერ ნიღაბს. თევზებისგან განსხვავებით კი, ამას იმდენად ოსტატურად აკეთებენ, რომ ხშირად, მათი დიდი გულის ამბავი, სამყაროს მერვე საოცრებად მოგეჩვენებათ.მაგრამ სინამდვილეში, დღე ისე არ გავა, რომ კირჩხიბებმა სხვა ადამიანებს სიკეთე არ გაუკეთონ და დახმარების ხელი არ გაუწოდონ. ხოლო თუ მოგეჩვენათ, მათი ხელი, ზედმეტად ძლიერია, გახსოვდეთ, ეს მხოლოდ მათი სიყვარულის უნარია. უნარი, რომლის წყალობითაც, სამყარო ბევრად უკეთესი და ადგილია.ვერძიეს ამბავი კი, ნამდვილად გაგაოცებთ: ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ ვერძი ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ სხვა ადამიანებზე იზრუნოს, მაგრამ სინამდვილეში, პირიქითაა. ისინი ძლიერად ზრუნავენ სხვა ადამიანებზე და კონკურენტული სულისკვეთების მიღმა, საოცრად მგრძნობიარე არსებები არიან.შესაძლოა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი, ერთ მომენტში საკუთარი წარმატებებით ტრაბახობდეს, ხოლო მეორე წუთს, უფასო სასადილოში გარბოდეს მოხალისედ...

თავდასხმა ოდესაზე

ომი უკრაინაში 1713852600

რუსეთის მიერ ოდესაზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია

რუსეთის მიერ ოდესაზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ავრცელებენ. დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე იყო სამრეწველო ობიექტები და საპორტო ინფრასტრუქტურა.მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს. შვიდი მათგანი განადგურებულია ოდესის ოლქში. დრონების თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

რაფა

მსოფლიო 1713851686

ისრაელის არმიამ ავიაიერიში ქალაქ რაფაჰზე მიიტანა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის არმიამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, ავიაიერიში ქალაქ რაფაჰზე მიიტანა.სამიზნეში მოექცა ლტოლვილთა ბანაკიც, თუმცა ცნობები მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.თვითმხილველების ინფორმაციით, ცახალის ძალებმა წინასწარი გაფრთხილება გაავრცელეს და მოსახლეობას სამიზნეში ამოღებული რაიონის დატოვება ურჩიეს.

უჩინმაჩინის ფარი

მსოფლიო 1713851280

ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო

გახსოვთ უჩინმაჩინის ფარი, რომელიც 2 წლის წინ ბრიტანეთში შექმნეს?2022 წელს შევიტყვეთ, რომ ლონდონში დაფუძნებულმა კომპანიამ Invisibility Shield Co "უჩინმაჩინის ფარი" შექმნა, რომლის უკან აღმოჩენის შემთხვევაშიც ნებისმიერ გარემოში უჩინრად იქცევით. დიახ, ბრიტანული სტარტაპის მიერ შექმნილი ფარი მის უკან მყოფ ადამიანებს სრულიად უხილავს ხდის.როგორც 2022 წელს ვიტყობინებოდით, ინოვაციის უკან საკმაოდ მარტივი ტექნოლოგია დგას. ფარზე არსებული ლინზების წყება ფარის უკნიდან წამოსულ სინათლეს, ობიექტის გამოსახულებას წარმატებით ამრუდებს და ფარის წინ მყოფი დამკვირვებლისგან შორს ფანტავს. ლინზები ვერტიკალურადაა ორიენტირებული, რათა დასამალი ობიექტიდან არეკლილი გამოსახულება — სინათლე ზემოთკენ მიმართოს, ზემოთ აირეკლოს და არა პირდაპირ.ფარის შექმნას წინ უამრავი ექსპერიმენტი უძღოდა. მკვლევრები ცდიდნენ ლინზების სხვადასხვა განლაგებას, ფორმას, სიღრმეს, კუთხეს. ამის შემდეგ გუნდი საუკეთესო გადაწყვეტამდე მივიდა.როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფარით დამალვისას საუკეთესო შედეგს ერთგვაროვან ფონზე მიაღწევთ, ეს შეიძლება იყოს ბალახი, ქვიშა, ფოთლები, ცა. ასევე, კედლები, რელსები თუ სხვა გარემო."უჩინმაჩინის ფარის" ყველაზე დიდი მოდელი სიმაღლეში თითქმის 2 მეტრია. ფარი განიერიცაა და მას რამდენიმე ადამიანის ერთდროულად დაფარვა შეუძლია. თუმცა, არის ერთი სამწუხარო დეტალი, ფარის უკან მდგომი ადამიანიც ვერ დაგინახავთ. ეს ნიშნავს, რომ როგორც ფარის წინ მდგომი, ისე მის უკან მდგომი ადამიანები ერთმანეთს ვერ დაინახავენ. რაც შეეხება ღირებულებას, მომცრო ფარის შეძენა სულ რაღაც 66 დოლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო 2 მეტრის სიმაღლის "უჩინმაჩინის ფარი" 1 000 დოლარი ღირს.აღსანიშნავია, რომ ფარი მთლიანად ოპტიკური პროდუქტია და მას სამუშაოდ ენერგია არ სჭირდება (დამუხტვა, ან დენის წყაროსთან მიერთება საჭირო არ არის).