დღეს 47 ოჯახს ვუკანონებთ საცხოვრებელ ფართს - კახა კალაძე

11:03 02-14-2018
46

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქში მცხოვრებ 47 ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ. 

ამის შესახებ დედაქალაქსი მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ 47 ოჯახს ვუკანონებთ საცხოვრებელ ფართს, კერძოდ ეს არის წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მე-4 კორპუსში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ და ვერ მოახერხეს დაკანონება გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა დღეს მიეცათ შესაძლებლობა და მინდა მივულოცო მათ“, - განაცხადა კალაძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე