"შანსი გაიზრდება, თუ ოპოზიცია შევთანხმდებით ერთიან კანდიდატზე..." - ზურაბ ჭიაბერაშვილი

22:20 02-13-2018
48

"ეს სასურველი იქნებოდა", - ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "იბერიას" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" დასმულ კითხვას, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი წარმოადგინოს.

"ეს სასურველი იქნებოდა, რადგან ვხედავთ "ქართული ოცნების" მხრიდან სახლემწიფო რესურსების იმგავრ მობილიზებას, რაც თან ახლავს გაღრმავებულ კორუფციას, მათ მხარეს არის უზარმაზარი ფულადი რესურსი და შანსი გაიზრდება, თუ ჩვენ შევთანხმდებით ერთიან კანდიდატზე",- განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

მისი თქმით, ამას გარკვეული კონსულტაციები უნდა უძღოდეს. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე