პირველად საქართველოში! სამშენებლო რევოლუცია, ნოუჰაუ - „მიწის არქიტექტურა“.

19:42 02-13-2018
173

თანამედროვე მიწის არქიტექტურა საქართველოში

„ტერა კავკასია“ 14 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში, მისამართი: კოსტავას ქ. 77ა, მე-5 სართული, აუდიტორია N 529, წარმოგიდგენთ მიწის არქიტექტურის შესახებ პრეზენტაციას. 

რა არის მიწის არქიტექტურა? 

მიწის არქიტექტურა – ნედლი მიწით მშენებლობა უძველესი სამშენებლო ტექნოლოგიაა, რომელიც დღეს თანამედროვე სამშენებლო მასალებს წარმატებით ანაცვლებს ხუთივე კონტინენტზე. 

რატომ მიწის არქიტექტურა?

საქართველოში ამჟამად გავრცელებულ სამშენებლო ტექნოლოგიებთან შედარებით, მიწის არქიტექტურა მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს. გამოირჩევა  ეკოლოგიური უპირატესობებითა და ენერგოეფექტურობით. 

პრეისტორია და პერსპექტივა

მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ მიწის არქიტექტურის გამოყენებით აშენებული შენობები მდგრადია. მარტივი გაანგარიშებით კი, არსებული სამშენებლო პრაქტიკასთან შედარებით ნახევარი ფასი! 

ტერა კავკასია მიწის არქიტექტურის განვითარებას საქართველოში აწარმოებს ქალაქ გრენობლის საერთაშორისო არქიტექტურულ უნივერსიტეტთან მჭირდრო თანამშრომლობით.

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ გაფართოვებულ პრეზენტაციაზე, რომელიც ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში. გთხოვთ გადასცეთ ინფორმაცია კოლეგებს და დაინტერესებულ პირებს. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შპს. ტერა კავკასია

თბილისი, ბახტრიონის ქ. 20, მობ. +995 599532717

ელფოსტა: terracaucasus1@gmail.com

პატივისცემით,

გივი ჯაყელი