„სააკაშვილი თავს მიხედავს“ – ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე

14:11 02-13-2018
43

„სააკაშვილი თავს მიხედავს“ – ამის შესახებ ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ “პრაიმთაიმთან“ საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით სააკაშვილის დეპორტაცია უკრაინის მხრიდან არის ქვეყნის წრეზე ტრიალი

„სააკაშვილი თავის თავს მიხედავს. ცუდია,რომ უკრაინა წრეზე ტრიალებს. სააკაშვილის გამოძევებას აპირებდნენ და რაც მოსახდენი იყო ის მოხდა. მე უბრალოდ იმაზემე წყდება გული, რომ უკრაინას არანაირი საშველი არ დაადგა.“ – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2018 წლის 12 თებერვალს კიევში, რესტორან "სულუგუნში" დააკავეს. დეპორტაციის შედეგად ის პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა.

ავტორი:საბა ხვიჩია