გია ვოლსკი: ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

12:50 02-13-2018
30

,,ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა",- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პოლონეთში ექსტრადირების ფაქტის შეფასებისას განაცხადა. გია ვოლსკის განცხადებით, "პროკურატურა მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით იმ სამართლებრივი დასაბუთებით რაც გააჩნია.

კითხვაზე არის თუ არა მოლოდინი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების გია ვოლსკი პასუხობს, რომ მოლოდინებზე საუბარი ნაადრევია. 

" შეიძლება მოლოდინი განხილვის გქონდეს, მაგრამ საბოლოო დაგაწყვეტილების მოლოდინი არის იმ შემთხვევაში, როცა ზუსტად იცი ამ ქვეყნის პრაქტიკა გადაწყვეტილების მიღების მიმართულებით როგორია",- განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად არის პოლიტიკური ფიგურა მიხეილ სააკაშვილი, გია ვოლსკი პასუხობს, რომ მის საქმიანობას ორი მხარე აქვს. 

,, 2006 წლიდან პირადად მე ჩემ მეგობრებს გაგვიჩნდა კითხვა საით მიდიოდა სამშვიდობო გეგმის რეალიზაცია, რომელსაც დასავლეთი გვთავაზობდა. საკმაოდ ცუდი სურათი დაიხატა რაც 2008 წლის ომით დაგვირგვინდა. ეს არის სერიოზული შეფასება იმ საქციელის მოქმედების რაც დააკაშვილს ჰქონდა. არის მეორე მხარე რომელიც არასერიოზულ ადამიანს წარმოგვიდგებს, რომელსაც თავისი დღის წესრიგი აქვს, პოპულიზმის მწვერვალზეა ასული. ჩვენი ინტერესია ჩვენი მართლმსაჯულების წინაშე საკაშვილმა აგოს პასუხი",- განაცხადა გია ვოლსკიმ.