სააპელაციო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო - ვიდეო

12:17 02-13-2018
36

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა.