"ევროპულ საქართველოსაც მიაჩნია, რომ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი ჰყავდეთ" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

12:10 02-13-2018
34

 "ევროპულ საქართველოსაც მიაჩნია, რომ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს ჰყავდეს საერთო კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე",- ამის შესახებ დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იმისთვის რომ კონსულტაციები შედგეს უნდა შეწყდეს ოპოზიციურ პარტიებს შორის "ტალახის სროლა".

,,კონსულტაციებისთვის გარკვეული მინიმალური პირობები უნდა შეიქმნას. მინიმუმ უნდა თქვან პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ, თუ ვერ მოხდა საერთო კანდიდატზე შეთანხმება, იმ კანდიდატს რომელიც მეორე ტურში გავა და ამავდროულად პროდასავლურ პოლიტიკური პარტიების შიგნით უნდა შეწყდეს ცილისწამება და ტალახის სროლა ერთმანეთზე, რათა შეიქმნას კონსულტაციებისთვის და ნდობისთვის გარკვეული მინიმალური პირობები. ეს მინიმალური პირობები თუ იარსებებს ბუნებრივია გაიმართება კონსულტაციები", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია საერთო ოპოზიციური კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იყოს, ზურაბ ჭიაბერაშვილი წინასწარ პროგნოზებს არ აკეთებს.
 ,,ჩვენ წინასწარ არ დავიწყებთ საუბარს თუ ვინ ან რომელი კანდიდატი შეიძლება იყოს საერთო კანდიდატი. თუ ასეთი კონსულტაციები გაიმართება ეს დამოკიდებულია ოპოზიციური პარტიების პოზიციებზე და წინასწარ არ ვიტყვით თუ რომელი კანდიდატი შეიძლება იყოს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.