"ნოემბერში პატრულის თანამშრომელს ეცვა ზაფხულის სამოსი და როგორ შეიძლება პოლიციელს რომელსაც სცივა, იმან რამე აღკვეთოს" - ვახო ხუზმიაშვილის მწვავე შეკითხვა გიორგი ხატიძეს

23:15 02-12-2018
117

გადაცემაში ,, თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან“ ერთად წამყვანმა უმრავლესობის დეპუტატს გიორგი ხატიძეს შემდეგი კითხვებით მიმართა:  როცა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს 800-900 ლარი აქვს ხელფასი და ორ ცვლაში მუშაობენ, როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ჩვენ პოლიციას მოვთხოვოთ, რომ ყველაფერი აღკვეთოს, ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები?არ ფიქრობთ, რომ დღეს პოლიციას აქვს ძალიან დაბალი ხელფასი? რაზეც გიორგი ხატიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული რეფორმირების თვალსაზრისით. 

"როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ჩვენ გვაქვს სისტემური ხედვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების თვალსაზრისით. სისტემური რეფორმა გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით, რეფორმა კრიმინალურ პოლიციის მიმართულებით, სასაზღვრო პოლიციასთან მიმართულებით და ასევე მნიშვნელოვანი მანდატურის სამსახურის რეფორმა".

კითხვაზე ნოემბერში პატრულის თანამშრომელს ეცვა ზაფხულის სამოსი და როგორ შეიძლება პოლიციელს, რომელსაც სცივა რამე აღკვეთოს, ხატიძე პასუხობს, რომ შს სამინისტროს რეფორმა ამ მიმართულებასაც გულისხმობს. 

"შინაგან საქმეთ სამინისტროს რეფორმირება გულისხმობს სწორედ რეფორმირებას ამ მიმართულებითაც. ის აღჭურვილობა და ის საშუალება რაც საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ამ მიმართულებითაც მოხდეს სრულყოფა" - განაცხადა გიორგი ხატიძემ.