"ღმერთმა ნუ ქნას, რომ სამართალდამცავებმა და სასამართლომ ნდობა დაკარგონ" -

22:18 02-12-2018
22

"ადამიანებმა თვითონ არკვიონ ურთიერთობები არაფრით არ შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში" - ამის შესახებ მსახიობმა იმედა კახიანმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად". 

"ვერ ვიტყვი რამდენად დაცულები ვართ. ყოველდღე საშინელება და დიდი ტრაგედია ხდება. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი პოლიცია არ მუშაობს, ვერ მუშაობს, მაგრამ აქ სხვა რაღაცებიც არის, რაც დრომ მოიტანა ასეთი მკვლელობები ამ ქვეყნაში, სულ სხვა სისტემაზე გადავედით, ცხოვრების სულ სხვა წესი და ურთიერთობები არის ადამიანებში. ძირითადად თვითონ არკვევენ ურთიერთობებს და სასამართლოებს არ მიმართავენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ სამართალდამცავებმა და სასამართლომ ნდობა დაკარგონ, მაშინ სულ მოიშლება ყველაფერი"- განაცხადა კახიანმა.