ქორეოგრაფისა და მოსწავლის სიყვარულის ისტორია - "როდესაც ნიშნობის ბეჭედი ვაჩვენე, ეგონა სხვაზე თუ დავინიშნე"

19:19 02-12-2018
701

"პრაიმტაიმის" ორიგინალური ქორწილის სტუმარია თამარ ავქოფაშვილი, ქორეოგრაფი და დავით სიხარულიძე, ეკონომისტი. წყვილმა ერთმანეთი ცეკვის გაკვეთილზე გაიცნეს. პირველი ინიციატივა დავითმა გამოიჩინა.

გაცნობა და მოვლენების განვითარება.

სტუდენტობის პერიოდში, მოყვარულებს ცეკვას ვასწავლიდი და ერთ მშვენიერ დღეს, დავითის ძმა ჩვენთან მოვიდა სტუდიაში და ის უბრალოდ გამოყვა მას. მახსოვს, სტუდიის შესასვლელში ბავშვებთან ერთად ვიჯექი, როდესაც პირველი დათო შემოვიდა და გვერდით მომიჯდა, როგორც მეგობარს ისე დამიწყო საუბარი და "ხელიც კი მომარტყა შენც აქ დადიხარო". როდესაც გაიგო, რომ ქორეოგრაფი ვიყავი ძალიან შერცხვა და ბოდიშიც კი მომიხადა. ორივე ერთი ასაკის ვართ და მასაც მოუნდა ცეკვაზე სიარული. როგორც თვითონ მითხრა, პირველი ნახვისთანავე გადაწყვიტა ჩემი გულის მოგება და ყველაფერს გააკეთებდა მისი, რომ გავმხდარიყავი. 4 წელი ვიყავით ერთად. იყო ბევრი ცუდი და კარგი პერიოდი. ერთი პერიოდი სასწავლებლად ხარკოვში გამგზავრება მოუწია, თუმცა სიტუაციას იქიდან აკონტროლებდა.

ხელის თხოვნა ​
​ხელის თხოვნა უცნაურად მოხდა. ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის გაცნობა გადაწყვიტეს და წავედით ერთ-ერთი რესტორანში. დამშვიდობებისას ჩემმა სადედამთილომ ბეჭედი გამიკეთა. ძალიან საყვარელი, თანამედროვე და ახალგაზრდა დედამთილი მყავს. სახლში მოსულს დათოს სკაიპში დავურეკე და როდესაც ბეჭედი ვაჩვენე მეგობრებმა მისი გამხნევება დაიწყეს, ეგონათ რომ სხვაზე დავინიშნე.

საქორწილო სამზადისი 
გვყავდა ქორწილის ორგანიზატორი, რომელიც ყველა დეტალს ჩვენთან ათანხმებდა. კაბის დიზაინი მე თვითონ მოვიფიქრე. ვინაიდან ქორეოგრაფი ვარ, ქორწილისთვის, მეგობრებთან ერთად flashmobi დავდგით. ყველა სირთულის მიუხედავად ქორწილი არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი და ულამაზესი გამოვიდა.

ფოტოგრაფი: დიტო თედიაშვილი

ავტორი: თეონა აბესაძე