რეპერი ტაიგა კაილი ჯენერის შვილის "დნმ"-ის ანალიზს ითხოვს - ვინ არის სტორმის ბიოლოგიური მამა?

17:17 02-12-2018
258

გასული წლის მარტში, კაილი ჯენერი და რეპერი ტაიგა, წელიწადნახევრიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზად, რეპერის მხრიდან, ფინანსების, არამიზნობივად ხარჯვა დასახელდა - კაილი, მუდმივად პრობლემებს აწყდებოდა, ბოლო პერიოდში კი, მომღერალი, სწორედ ჯენერის ხარჯზე ცხოვრობდა. 

ინსაიდერის თქმით, კაილი ჯენერმა, საბოლოოდ დაუსვა წერტილი, ამ ურთიერთობას.

"people"- ს წყაროს ინფორმაციით, როგირც ჩანს, 28 წლის რეპერი, ვერ ეგუება, იმ ფაქტს, რომ მისი შეყვარებული, კეილი ჯენერი, რეპერთან, ტრევის სკოტთან ერთად არის. ტაიგა ფიქრობს, რომ გოგონა, სახელად სტორმი, რომელიც კეილმა, 1 თებერვალს გააჩინა, მისი ბიოლოგიური შვილია. 

ამ კონფლიქტში, კეილის დედა, კრის ჯენერი ჩაერთო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის, მხარს უჭერს, ტაიგას. 

"კრისმა განაცხადა, რომ არსებობს შანსი, ტაიგა, სტორმის მამა აღმოჩნდეს. კაილი ჯენერი კი, ამ ფაქტს, უარყოფს. უფრო მეტიც, კრისს, სურვილი აქვს, რომ ბავშვს, დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდეს"- აცხადებს სანდო წყარო.  

მაგრამ, კარდაშიანების ოჯახის დანარჩენი წევრები, თვლიან, რომ ეს არც ისე კარგი იდეაა.  

"ტაიგა დღემდე, კარდაშიანების ოჯახის კლანის წევრად თვლის თავს. ამიტომ სხვა გზა აღარ დარჩა და "დნმ"-ის ანალიზის პასუხს ითხოვს -  ბოლო შანსის გამოყენება სურს"- ამბობს სანდო წყარო.

შეგახსენებთ, რომ  წყვილი ერთმანეთს, უკვე დაშორებული იყო, თუმცა, მალევე შერიგდა. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ ტაიგამ, ზედმეტად ბევრი იცოდა, კარდაშიანების ოჯახის შესახებ, დაშორების შემდეგ კი, ყვითელ პრესისთვის, შესაძლოა, ბევრი ინფორმაცია გაეზიარებია. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე