ოლიმპიური კომიტეტი: დიზაინი არ იძლეოდა საშუალებას, რომ წარწერა ზურგზე უკან გაგვეკეთებინა

13:53 02-11-2018
115


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განმარტებას აკეთებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტობთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს წარწერის ჰოლოგრამა ეკიპირებაზე ქვედა ნაწილშია დატანილი. როგორც "პრაიმტაიმს" ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელმა გიორგი ესაკიამ განუცხადა, დიზაინი არ იძლეოდა საშუალებას, რომ წარწერა ზურგზე უკან გაგვეკეთებინა. 

„რაც შეეხება წარწერას, ეს არის მიღებული მსოფლიოს პრაქტიკაში. დიზაინი არ იძლეოდა საშუალებას, რომ წარწერა გაგვეკეთებიინა ზურგზე უკან, სადაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე წარწერა. ამიტომ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ წარწერა ქვემოთ, რაც მიღებული ფორმაა. ახალი ამაში არაფერი არაა. მსგავსი წარწერა ნორვეგიასაც და ფინეთსაც წარწერა ჰქონდა იმავე ადგილას. „ - განაცხადა გიორგი ესაკიამ. 

ავტორი: ლაშა ბაბუხადია