ორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა

16:48 02-10-2018
20

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა.

თამაში ქუთაისის "აია არენაზე" მიმდინარეობდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სრული უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში შეინარჩუნა. მატჩის პირველი ნახევარში ბორჯღალოსნებმა 28 უპასუხო ქულა დააგროვეს.
პირველი ლელო, შეხვედრის პირველივე წუთებზე ლევან ჩილაჩავამ დადო.რამდენიმე წუთში მეორე ლელო ნაკრების 2 ნომერმა შალვა მამუკაშვილმა დადო. მესამე ლელოს ავტორი ზურაბ ჟვანია იყო.მეტოქის ჩათვლის მოედანი მეოთხედ ბექა წიკლაურმა აიღო.
შეხვედრის მეორე ნახევარშიც მეხუთე ლელო ბელგიის ნაკრებს გიორგი ფრუიძემ დაუდო, მეექვსე ლელო კი სანდრო თოდუამ, მატჩის ბოლო ლელო ანზორ სიჭინავამ მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ რაგბი ევროპის მეორე შეხვედრას ბორჯღალოსნები გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად 17 თებერვალს გამართავენ.