იაგო ხვიჩია: მე არ მჯერა სტატისტიკის, არ მგონია რომ ასე უნდა ვითვალოთ. სტატისტიკების დათვლამ დაგვღუპა

21:45 02-08-2018
62

,,გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ,,რეაქციაში“ მხედრიონზე საუბრობს და აცხადებს, მისთვის მხედრიონი როგორც ბანდიური ორგანიზაციაა ცნობილი.

,,მხედრიონშიც შეიძლება ყოფილიყვნენ კარგი ადამიანები. აქ ხაზი გაესვა მხედრიონს, როგორც დადებით ორგანიზაციას. მხედრიონი როგორც ბანდიტური ორგანიზაცია ჩემთვის ცნობილია, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ ორგანიზაციის ყველა წევრი იყო ბანდიტი. მხედრიოშიც იყვნენ გმირები და ზვიადის სახელით მოთარეშეებშიც ბანდიტები“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, სტატისტიკა, რომ დანაშაულის გახსნამ მოიმატა, რეალური არ არის და სწორედ სტატისტიკა ატყუებს საზოგადოებას.

 

,,მე არ მჯერა სტატისტიკის. არ მგონია რომ ასე უნდა ვითვალოთ. სტატისტიკების დათვლამ დაგვღუპა. როცა გახსნიან დანაშაულს და ერთ დამნაშავეს 5 დანაშაულს კიდებენ.. პრობლემა ის არის, რომ სტატისტიკა მართალი არ არის. ჩვენ სტატისტიკებს რეალური სიტუაცია გადავაყოლეთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.