"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს, ხელისუფლება თვითკმაყოფილებასაა მიცემული" - ოთარ კახიძე.

14:51 02-07-2018
39

საქართველოს პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ, ქვეყანაში გახშირებულ კრიმინალზე,მკვლელობებზე,ყაჩაღობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყური უკვე მიეჩვია ასეთი ამბების მოსმენას. მისი თქმით ხელისუფლებას არ აქვს ფუფუნება, მიეცეს თვითკმაყოფილებას.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს, ხელისუფლება მისცემია თვითკმაყოფილებას, ეს გამოსჭვივის იმ განცხადებებიდან, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს თვითკმაყოფილების საფუძველი, ზოგადად საპარლამენტო კონტროლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დეპუტატებმა ეფექტური კონტროლი განახორციელონ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და იმუშავონ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. იყო საუბარი სასამართლო სისტემაზე და მე გახსნილი მაქვს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2018 წლის ინდექსი, სადაც ვხედავთ,რომ სასამართლოს ეფექტურობა არის შემციურებული. ამ კუთხით გვაქვს გაუარესება, ასევე გვაქვს გაუარესება მთავრობის გამჭირვალეობის კუთხით, სამთავრობო ხარჯების, საგადასახადო წნეხის, ბიზნესის თავისუფლების, ეს არის საკითხები სადაც ჩვენი ქვეყანა უკან მიდის და შესაბამისად თვითკმაყოფილების მაგივრად უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლის გამოც ეს უკუსვლა დაფიქსირდა”. - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძემ მთავრობის სხდომაზე ასევე ყურადღება გაამახვილა, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და თქვა, რომ საგრძნობლად გაზრდილია ქურდობის,მკვლელობის,ძარცვის და კრიმინალის ინდექსი.

 

„არ მინდა პანიკის საფუძველი შევქმნა, მთავარი ფუქნცია სახელმწიფოსი გახლავთ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თქვენმა ხელისუფლებამ, რამდენიმე უპასუხისმგებლო ნაბიჯით დაამძიმა კრიმინოგელური ფონი ჩვენს ქვეყანაში, ვგულისხმობ, ზედმეტად ფართომასშტაბიან ამინისტიას, ასევე პოლიტიკური პატიმრების, ისეთი პირების გათავისუფლებას და გმირებად შერაცხვას, რომლებიც ნამდვილად არ იმსახურებდნენ ამას თავიანთი წარსულიდან გამომდინარე. ჩვენ თუ სერიოზულად არ მივუდექით კრიმინალის პრობლემას უკვე  ყოველდღიურობად იქცა ჩაცხრილვის,დაყაჩაღების,გაძარცვის,სროლის,მკვლელობის შესახებ ცნობები. ის ცნობები, რაც ადრე იყო იშვიათობა, ახლა ამ საქმეებს უკვე ყური მიეჩვია“, - თქვა მან.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი