გრიგოლ გოგელიას თქმით, ბორდის ყოფილი წევრი ჰონორარს შეცდომით იღებდა

22:57 02-01-2018
68

როტაციის შემდეგ ბორდის ყოფილი წევრის გვარის ამოღება არ მოხდა სიიდან, სწორედ ამის გამო იღებდა ის ჰონორარს შეცდომით, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზედმეტად გადახდილია ჰონორარის სახით 12 800 ლარი, რომელიც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ მიიღო. 

გრიგოლ გოგელია არ ასახელებს, თუ რომელ წევრს ჩაერიცხა ჰონორარი შეცდომით. ”თუ რომელმა წევრმა აიღო ეს თანხა, მოდით ნუ დავაკონკრეტებთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქმეს სამეურვეო საბჭოსთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ჩვენ არც ბუღალტერიასთან გვაქვს საქმე. ეს იყო ბუღალტრული შეცდომა. მოხდა როტაცია, ორმა წევრმა დატოვა თანამდებობა და შემოვიდნენ ახალი წევრები. როდესაც როტაცია მოხდა, არ იყო მისი გვარი ამოღებული სიიდან. როდესაც კორექტირება წავიდა, მერე რა თქმა უნდა შეუწყდა ჰონორარის მიცემა. ეს მაუწყებლის ბუღალტრული შეცდომაა”, - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.