2017 წელს შიდსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

18:09 01-17-2018
38

2017 წელს შიდსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი იტყობინება. მათივე ინფორმაციით, საქართველოში სულ დაფიქსირებულია აივ-ით ინფიცირების 6727 შემთხვევა, საიდნაც 5027 მამაკაცია, ხოლო 1700 ქალი. 

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგნაირია:

ინფექციური ნარკომანია - 42,4% ; ჰომო/ბი სექსუალური კონტაქტი - 10,3%;  ჰეტეროსექსუალური კონტაქტი - 44.6%;  ვერტიკალური გზით - 1,5%; სისხლის გადასხმით - 0,5%;  დაუდგენელი - 0,7%.

აღსანიშნავია,რომ 1351 პაციენტი აივ-ინფიცირებით უკვე გარდაიცვალა. 

საერთო ჯამში, აივ-ით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 2340 ადამიანს აღწევს. იმერეთში - 864, სამეგრელოში - 857, აჭარაში - 776, აფხაზეთში - 436, ქვემო ქართლში - 349, კახეთში 324, შიდა ქართლში - 244,  გურიაში - 139, ფოთში - 105, მცხეთა-მთიანეთში - 83, სამცხე-ჯავახეთში 82 ხოლო სვანეთში 26. საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით 82 უცხოელია.

საქართველოში გამოვლენილი აივ-ინფექციის ყველაზე მაღალი დონე 2016 წელს დაფიქსირდა, როცა 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა კი 1989 წელს დაფიქსირდა.