სად შეგიძლიათ გაატაროთ ,,ძველი ახალი წელი" თბილისში?

14:08 01-13-2018
72

14 იანვარს, საქართველოში ძველ ახალ წელს აღნიშნავენ. ეს ტრადიცია დიდი ხნის დამკვიდრებულია. ტრადიციებს, როგორც ჩანს არც დედაქალაქი ივიწყებს და თბილისელებს დაუვიწყარ ახალი წლის ღამეს გთავაზობთ. 

13 იანვარს, დედა ენის ბაღში,  მრავალფეროვანი ატრაქციონები, საახალწლო ბაზრობა მოეწყობა და გასართობი პროგრამები გაიმართება. ახალ წელს კი სტეფანესთან ერთად შეხვდებით. კონცერტი ღია წის ქვეშ მოეწყობა, დასწრება უფასოა. 

ნახეთ განრიგი: 

12:00 - 00:00 - საახალწლო ბაზრობა
12:00 - 22:00 - ატრაქციონების პარკი
22:00 - 23:00 - Cosmic Love Rotation დისკო/ჰაუს DJ სეტით
23:00 - 00:30 - სტეფანე ცოცხალი კონცერტით ბენდთან ერთად (კონცერტი ტარდება ღია სივრცეში, დასწრება უფასოა)