საშიში მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლია დედოფალს ქვევით დახედვა

12:49 01-13-2018
1156

ამ მომენტს ეს კითხვა შეესაბამება - გინახავთ როდესმე დედოფალი  ქვევით იხედებოდეს?

 რა თქმა უნდა, თქვენ გინახავთ ის დახრილი, როდესაც პატარა ბავშვს ელაპარაკება, მაგრამ რას იტყვით მაშინ როცა ის გვირგვინს ატარებს? - ამ კითხვებს გამოცემა , ,Independent“ სვამს.

დედოფალი არათუ არ იხედება ძირს, როდესაც გვირგვინს ატარებს, არამედ არ შეუძლია, რადგან შესაძლებელია კისერი მოიტეხოს. გვირგვინი 10 კილოს იწონის. მან უნდა შეძლოს თავის გაჩერება, როცა გვირგვინს ატარებს.

BBC-ის დოკუმენტურ ფილმში კორონაციის შესახებ, დედოფალი საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელსაც გვირგვინი უქმნის.

,,შენ არ შეგიძლია ქვემოთ ჩახედვა, თავის დახრა. ვერ უყურებ სფიჩს, რომ წაიკითხო და იძულებული ხარ სფიჩი მაღალზე დადო. თუ გინდა კისერი მოიტეხო, ქვემოთ უნდა დაიხედო. ასე, რომ გვირგვინს ბევრი ნაკლოვანება აქვს.  ამის მიუხედავად მნიშვნელოვანია“, - ამბობს დედოფალი.