ბიჭმა, - 9С გრადუს ყინვაში, 5 კილომეტრი ფეხით გაიარა, რათა სკოლაში მისულიყო - ისტორია, რომელიც შთაგაგონებთ

12:32 01-13-2018
2338

8 წლის ბიჭმა ჩინეთიდან სკოლამდე მისასვლელად, -9 გრადუს ყინვაში დაახლოებით  5 კილომეტრი ფეხით გაიარა, რათა გამოცდა ჩაებარებინა.  ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ხალხი სკოლას უკავშირდება  და დასახლებას სასწავლო პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება.

ფუ ჰემგი, დაწყებითი სკოლის დირექტორი, თვალებს არ უჯერებდა. ბიჭს  თმა და წამწამები მოყინული ჰქონდა, ხოლო ლოყები წითელი. ინტერნეტში მას ,,ყინულის ბიჭი“ შეარქვეს და ძალიან მალე სკოლამ 15 000 დოლარზე მეტი  შემოწირულობა, 20 გამათბობელი და 144 თბილი სამოსის შეკვრა მიიღო.

,,ეს ფინალური გამოცდის  პირველი დღე იყო. ტემპერატურა მინუს ცხრა გრადუსს აჩვენებდა“, - ამბობს სკოლის დირექტორის და განმარტავს, რომ ბიჭი სკოლიდან შორს ცხოვრობს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბიჭი ,,კლასის  მასხარადაა“ წოდებული, ყოველთვის პოულობს გზას, რომ თანაკლასელები ,,სიცილით დახოცოს“. მისი თქმით, სახალისოა, როცა ბიჭს შეუძლია პოზიტიური ქცევა, მიუხედავად იმისა, რომ  გაუსაძლის სიღარიბეში უწევს ცხოვრება და  დიდ დროს დასთან და ბებიასთან ატარებს.

დირექტორის თქმით, სკოლა ცდილობს, რომ ყურადღება მიაქციოს მას, ისე როგორც შეუძლია. ხალხი ინტერნეტში იმედოვნებს, რომ ბიჭი შეძლებს უკეთესი ცხოვრების შექმნას თუ განათლების მიღებას გააგრძელებს.