მოსალოდნელია თუ არა ძველით ახალი წლის ღამეს დედაქალაქში თოვლი - პროგნოზი

19:45 01-12-2018
1647

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით 13 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" განუცხადა.

დედაქალაში, ხვალ დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი. დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

14-15 იანვარს დედაქალაქში მოსალოდენლია თოვლჭყაპი.