ბათუმში გაჩერებული მიკროავტობუსი დაიწვა

19:24 01-12-2018
330

ბათუმში, ბარცხანის ხიდთან მანქანა დაიწვა. ცეცხლი გაჩერებულ მიკროავტობუსს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებამ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება- განადგურებას  ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, მეპატრონე თქმით, რომ ცეცხლის გაჩენა მანქანის ტექნიკურ გაუმართაობას არ უკავშირდება. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.