საპატრიარქოს განცხადებაში მითითება არ დამინახავს - აკაკი ზოიძე

15:21 01-12-2018
37

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ საპატრიარქოს პოზიცია მისაღებია.

ზოიძის თქმით, ეკლესიას დიდი როლი აქვს ამ პრობლემის მოგვარებაში.

"თუ ვინმე მინახავს ამ პრობლემიდან განთავისუფლებული, სწორედ ეკლესიის მხარდაჭერით მოხდა. მთელ მსოფლიოში რეაბილიტაციის ცენტრები ეკლესიის წიაღშია. არ არის გასაკვირი, რომ ეკლესია გამოხატავს ამაზე პოზიციას. მითითება განცხადებაში ვერ დავინახე, შემოთავაზება უფრო იყო დიალოგის გაფართოებაზე. დისკუსია დაწყებულია 6 თვეა. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერდებიან პარლამენტარები",- განაცხადა ზოიძემ.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე