ტერორიზმში მსჯავრდებული მერაბ ყოლბაია მაღალი რისკის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს

12:47 01-11-2018
567

ტერორიზმში მსჯავრდებული მერაბ ყოლბაია, მეტსახელად „კოჭოია“, სასჯელაღსრულების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გლდანის ციხიდან, მაღალი რისკის საპატიმრო დაწესებულებაში, ბათუმში გადაიყვანეს. 

ყოლბაიას ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ყოლბაიას როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულს მაღალი რისკი განუსაზღვრეს, რის გამოც ის მაღალი რისკის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ადვოკატმა "პრაიმტაიმს" განუცხადეს. 

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, მანამდე მას რისკი არ ჰქონდა განსაზღვრული და ახლა როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულს მაღალი რისკი განუსაზღვრეს. აქედან გამომდინარე ის გადაყვანილ იქნა დაწესებულებაში" - განაცხადა ნიკოლაიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე იდენტური ხელწერით, რამდენიმე აფეთქება მოხდა. მათ შორის მუხიანში, ცენტრალურ ქუჩაზე, „ლეიბორისტების“ ოფისთან, ჯავახიშვილზე, ამერიკის საელჩოსთან და ტელეკომპანია „იმედის“ მიმდებარედ.

მომხდარიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში აფეთქებების სერიას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა და დააკავეს „კოჭოიად“ ცნობილი მერაბ ყოლბაია, ასევე გოგიტა არქანია, რომელიც როგორც ცნობილია, ყოლბაიასგან განსხვავებით, კვლავ გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში რჩება.

2011 წელს, მერაბ ყოლბაიას ჩვენების საფუძველზე ბრალი წარედგინა კიდევ 13 პირს, მათ შორის სამს დაუსწრებლად. დანარჩენი ათი ტერორისტული აქტის მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.