რატომ გადაიფიქრა ჯენიფერ ლოურენსმა "ოქროს გლობუსის" წვეულებაზე წასვლა

11:43 01-11-2018
210

ამჯერად ჰოლივუდის ყველაზე მხიარულმა მეგობრებმა კიდევ ერთი მხიარული ისტორია შემოგვთავაზეს: ყველამ ვიცით, რომ ოქროს გლობუსის ცერემონია რამდენიმე დღის წინ გაიმართა, რომელსაც ჯენიფერ ლოურენსი და ემა სტოუნიც ესწრებოდნენ. მთავარი ცერემონიის შემდეგ ჯენიფერ ლოურენსი მზად იყო ოქროს გლობუსის AFTER PARTY-ზე წასასვლელად, თუმცა მოულოდნელად გადაიფიქრა და ამის მიზეზად ემა სტოუნის შეტყობინება დაასახელა, რომელიც წერდა, რომ  წასვლა აღარ უნდოდა და წვეულების ნაცვლად მასთან მივიდოდა სახლში. 

"მე თითქმის მზად ვიყავი, სანამ შენ დამირეკავდი და მეტყოდი, რომ წვეულებაზე წასვლა გადაიფიქრე. შემდეგ შენ გადაწყვიტე ჩემთან მოსულიყავი, ამიტომ მე გადავწყვიტე და ყველა ჩემი ვიზაჟისტი სახლში გავუშვი. სწორედ ამიტომ, გამოვიყურები ასე" - ამბობს ლოურენსი.