დედაქალაქის მერმა 2018 წლის პრიორიტეტული პროექტები დაასახელა

11:50 01-10-2018
60

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე 2018 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 2018 წლის ყველა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, პრიორიტეტული იქნება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება.

"კერძოდ, მუნციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროქტები, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას. ამ მიმართულებით ვიცით სერიოზული უკმაყოფილებაა და პრობლემა არის საცობების თვალსაზრისით. 2018 წლის პრიორიტეტი დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება. ჩვენ გასული წლის დეკემბერში დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, ეს არის ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2018 წლს გამოყოფილი იქნება 62 მლნ ლარი ისტორიული უბნების რეაბილიტაციისთვის. წელსვე, დაგეგმილია გუდიაშვილის მოედნის, მშრალი ხიდის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და 9 მარტის ბაღის რეაბილიტაციაც. მე მგონია, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა - რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის ამ 4 წლის განმავლობაში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია და ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა - პატრონობა“, - განაცხადა კალაძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე