თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

10:08 01-10-2018
155

   პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

ჯანდაცვის სამინისტრო თემირლან მაჩალიკაშვილის თურქეთის კლინიკაში გადაყვანას გეგმავდა , რადგან თურქეთმა მის მიღებაზე თანხმობა განაცხადა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.