აკაკი გოგიჩაიშვილი "იბერიის" თანამშროლებს უკვე შეხვდა - "წამყვანიც მე ვიქნები და გუნდსაც თვითონ ავაწყობ..." (Exclusive)

22:00 01-09-2018
1678

"იბერიის" გადაცემა "ბიზნესკოდის" ყოფილმა თანამშრომლებმა "პრაიმტაიმს" პირად საუბრებში დაუდასტურეს, რომ სამსახურიდან მთელი შემადგენლობა დათხოვილია.

აკაკი გოგიჩაიშვილი გადაცემის თანამშრომლებს რამდენჯერმე შეხვდა. როგორც "პრაიმტაიმს" უთხრეს, გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ ის თავად წაიყვანს გადაცემას და გუნდსაც თვითონ ააწყობს, შესაბამისად, როგორც "იბერიის" უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, გოგიჩაიშვილს ისინი არ დაჭირდა და შესაძლოა ის არხზე ახალი გუნდით გამოჩნდეს, რომელსაც სავარაუდოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან წამოიყვანოს.

გოგიჩაიშვილს ბიზნესპროფილის გადაცემა ივნისში დაეხურა და თავად ის "პოსკრიპტუმის" რიგითი ჟურნალისტი იყო, რაც მის ხელფასზეც აისახა. არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამის გამო დაიწყო სხვა არხზე სამსახურის ძებნა. 

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ტელეწამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია "იბერიაზე" გადადის. რამდენიმე დღეში კი ამ არხზე ერთ-ერთი ცნობილი ტელეწამყვანიც გამოჩნდება, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით, არ ახმაურებენ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე