გიორგი შარაშიძე: "სიტროენ ჯორჯიას' განცხადებები შს სამინისტროს შესყიდვებზე გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნით გამყარდა

16:56 01-09-2018
49

კომპანია ”სიტროენ ჯორჯია” გენერალური დირექტორის, გიორგი შარაშიძის შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შს სამინისტროს შესყიდვებზე გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს, რომ „სიტრიენ ჯორჯიას“ განცხადებები სიმართლეა. ამის შესახება შარაშიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში. 

”მინდა გამოვეხმაურო იმ დასკვნას, რომელიც დაიდო. ეს ნიშნავს, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამდენი ხანი, ეს ყველაფერი გამყარდა აუდიტის დასკვნით. ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, ჩვენი საუბარი გააგრძელა ბატონმა მამუკა ტუსკაძემ, რომელმაც დატოვა დავების საბჭო, ხოლო ამის შემდეგ დაიდო ის დასკვნა, რომელიც სრულიად ნათელს ხდის, თუ რა ხდება სახელმწიფო შესყიდვებში, რამხელა პრობლემაა და როგორ უნდა გამოსწორდეს ”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

"სიტროენ ჯორჯიას" ადვოკატის ირაკლი კორძახიას თქმით კი, აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციები ტენდერებს კონკრეტულ მიმწოდებლებს არგებენ.

"ეს არის ბოლო მტკიცებულება და საზოგადოება სხვა მტკიცებულებებსაც მოისმენს სხვა კომპეტენტური პირებისგან, რადგან სიმართლე არის "სიტროენ ჯორჯია" მხარეს. ის რასაც ამბობს, "სიტროენ ჯორჯია კარტერებთან, სახელმწიფო შემსყიდვილის მხრიდან, პრეფერენციებთან და კონკრეტულ მიმართებაში, რომ ბიუჯეტის ფულის ფლანგვა არის სიმართლე  და სიმართლე ყოველთვის დამტკიცდება. ეს არ იქნება ბოლო მტკიცებულება" - განაცხადა ჯორძახიამ. 
 
კომპანია ”სიტროენ ჯორჯია” კონკურენციის სააგენტოში დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს.