ლევან სონღულაშვილი "ARTISTADAY"-ის მიერ წლის მთავარ ხელოვანად დასახელდა

18:34 01-05-2018
166


2017 წელს, ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ხელოვანი ლევან სონღულაშვილი “ARTISTADAY-ს“ ხელოვანთა რეიტინგში მოხვდა, რაც მსგავს პლატფორმაზე ქართველი ხელოვანის მოხვედრის პირველი პრეცენდენტი აღმოჩნდა. ქართველმა მხატვარმა აღნიშნულ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

“ARTISTADAY ” ათწლიანი ისტორიის მქონე რეიტინგული გვერდია, რომელიც, პლანეტის მასშტაბით, 3,248 ხელოვანს აერთიანებს და 870-ზე მეტი ქალაქიდან 51 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.