ჯაფარიძე: "პოზიტიური რაღაცეებიც არის საქართველოს ეკონომიკაში"

21:59 12-28-2017
314

"პოზიტიური რაღაცეებიც არის საქართველოს ეკონომიკაში" - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძმ გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა.  

"ეკონომიკა არის რთული და მრავალწახნაგიანი თემა არის.  ცხადია, საქართველოს ეკონომიკაშიც შეიძლება მოძებნო გარკვეული თემები, სადაც არის პოზიტიური დინამიკა. ცხადია, საქართველოს ეკონომიკა თუნდაც "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მინუსში არასდროს არ წასულა. ჩვენ ზრდა სულ გვქონდა და სულ წინ მივდიოდით, აქ საუბარია იმაზე, რამდენად კარგია და მისაღებია ეს ზრდის ტემპი. ახლა გასაგებია, რომ წელს გვაქვს ზრდის ისეთი ტემპი, რომლის მსგავსი შარშან და შარშანწინ არ გვქონია. თუ ამ წლებს შევადარებთ ცხადია, რომ ჩვენი ეკონომიკა პოზიტიურად იზრდება, წინა წლებთან შედარებით", - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ეს არ არის საკმარისი.