კალათბურთის ფედერაცია მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს - ვიდეო

18:27 12-22-2017
60

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ ჩაწყობილ თამაშებზე რამდენიმე პირის დაკავებაზე  სპეციალური განცხადება გააკეთეა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

"კალათბურთის ფედერაცია გმობს მომხდარ ფაქტს და მზადაა გამოძიებასთნა ითანამშრომლოს ეხლაც და მომავალშიც, რათა დროულად და სრულყოფილად მოხდეს გამოძიება და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან. ამგვარი ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა ფედერაციის ინტერესებშია, რადგან კალათბურთის სამყაროს სახელს უტეხს. ჩვენ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ"- განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.