მშენებლობაზე დაღუპული მუშის ვინაობა ცნობილია - EXCLUSIVE

14:16 12-15-2017
309

სამი დღის წინ სასტუმრო ,,მეტეხის" ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს ამწე ამოტრიალდა. შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. ,,პრაიმტაიმისთვის" იმ მუშის ვინაობა გახდა ცნობილი, რომელიც მომხდარს ემსხვერპა. ის 24 წლის გიორგი ქაქიშვილია, გორის რაიონ სოფელ ატენიდან.  ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს. 

ასევე ,,პრაიმტაიმისთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ ამწე, რომლის ამობრუნებასაც 24 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, არ იყო გატარებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში არსებულ უწყებრივ რეესტრში და არ აქვს გავლილი პირველადი ტექნიკური დათვალიერება, რაც დარღვევას წარმოადგენს. გარდა ამისა ამწეს არ აქვს ქართული სანომრე ნიშნები და სავარაუდოდ არ არის განბაჟებული.

კიდევ ერთი დარღვევა, რაც ამწესთან დაკავშირებით დაფიქსირდა არის ის, რომ ამწის განთავსების ადგილი სწორად არ არის შერჩეული. სავარაუდოდ სწორედ ამან გამოიწვია გრუნტის ჩამოშლა და მისი გადაბრუნება, რასაც ტრაგედია მოჰყვა.

ამწე ეკუთვნის კომპანია "ჯეო ამწეს" რომელიც არის "დეკოს" მიერ დაქირავებული კომპანია და ემსახურება ამწეებით

ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც მომხდარის ზუსტ მიზეზს დაადგენენ.

 რაც შეეხება დარღვევებს, რეგისტრაციაში არ გატარება ამჟამად არ ექვემდებარება სანქცირებას, წარმოადგენს არაარსებით შეუსაბამობას, მაგრამ ინსპექტირების ჩაუტარებლობა ექვემდებარება სანქციას- ითვალისწინებს ჯარიმას, თუმცა მისი ოდენობა განსაზღვრული არ არის.

კომპანია ,,დეკოსპროექტის მენეჯერმა ალექსანდრე ბახტაძემ ჟურნალისტებს  განუცხადა, რომ, გარდაცვლილი მუშის ოჯახს დაეხმარებიან.

დეკო ის კომპანიაა, რომელი სასტუმრო მეტეხში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა და რომლის დროსაც ერთი მუშა დაშავდა, ხოლო ერთი დაიღუპა.

,,პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. ობიექტზე დაცულია უსაფრთხოების ყველანაირი ნორმა. სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, რამაც გამოიწვია ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალება. მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდება ექსპერტიზა და რამ გამოიწვია ავტოამწის გადატრიალება, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. ჩვენ ბოლომდე გვერდში დავუდგებით გარდაცვლილის ოჯახს რითიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ალექსანდრე ბახტაძემ.

შსს- სასტუმრო მეტეხის ეზოში სარემონტო სამუსაოების დროს გარდაცვლილი და დაშავებული მუშების საქმეზე გამოძიება 240- მუხლით დაიწყო.

 

ამის შესახებ უწყებაში ,,პრაიმტაიმს" განუცხადეს. სისხლის სამართლის კოდექსის 240- მუხლი სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრომეტეხისეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით   საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 სამშენებლო სამუშაოებს ..დეკოაწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე რომელიც  საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.

 

 

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი