აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას გარემოცვას ანადგურებენ - რა კითხვები გააჩინა გუშინდელმა მკვლელობამ

13:56 12-14-2017
309

აფხაზეთში რეზონანსული მკვლელობა მოხდა. მოკლულია პაველ არძინბა, ადამიანი რომელიც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პირველი პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა. ეს არძინბის გვარის პირველი წარმომადგენელი არ არის, ვინც ქილერის ხელით მოკლეს. 

13 დეკემბრის სოხუმიდან გასვლისას გუმისთის ხიდზე ის მანქანაში ჩაცხრილეს. საჭესთან დიმიტრი ხაგბა იჯდა, თავად არძინბა კი მის გვერდით. „მერსედესის“ მარკის მანქანაზე თავდასხმა დღის საათებში მოხდა. ინციდენტს თვითმხილველებიც ჰყავს.

 პაველ არძინბა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვლადისლავ არძინბას უახლოეს გარემოცვაში შედიოდა, აფხაზეთში სეპარატისტული ამბოხის დროს ის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო შეიარაღებისა და ტექნიკის მიმართულებით. საჭესთან მჯდარი დმიტრი ხაგბა კი, საქართველოს ამ რეგიონში ამბოხის დროს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის გენერალ ვლადიმერ არშბას დაცვაში მუშაობდა.
    
2013 წლის ნოემბერში მას ბრალად წაუყენეს „მესამე პრეზიდენტზე“ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის 22 თებერვალს. თავდასხმა გუდაუთის ცენტრალურ ტრასაზე მოხდა. თუმცა, მაშინ პაველ არძინბამ გაქცევა მოახერხა. პროკურატურამ ის ძებნაზეც გადასცა.   
გაქცევიდან რამდენიმე თვეში ბუნდოვან გარემოებაში დაიღუპა პაველის შვილი. 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2017 წლის 26 სექტემბერს პაველ არძინბა აფხაზეთში დაბრუნდა და გენპროკურატურაშიც გამოცხადდა. თუმცა, სასამართლომ მისი დანაშაულთან კავშირის ნიშნები პროკურატურის მიერ მომზადებულ საქმეში ვერ ამოიკითხა და ის დარბაზიდან გაუშვეს. 

ამ მკლელობის შედეგ ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას რომ ვლადისლავ არძინბას უახლოესი გარემოცვის წევრები თითქმის ყველა ქილერის მეშვეობით მოკლეს. მაგალითად, აკა და ლევან არძინბები ორივე ჩაცხრილეს, პირველი მოსკოვში, მეორე - გუდაუთაში.