ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ელეტროენერგიას ”ჩვეულებრივი ტარიფით” იღებს

20:13 12-13-2017
166

ბიძინა ივანიშვილის  ელეტროენერგიას ”ჩვეულებრივი ტარიფით” იღებს, რომელიც 12.3-თეთრს შეადგენს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

განაცხადა. 

”ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ ბიძინა ივანიშვილის საწარმო გლდანში ელექტოენერგიას 9-თეთრიანი ტარიფით იღებს. ეს საწარმო, ისევე როგორც ყველა სხვა საწარმო ელექტროენერგიას 12.3-იანი ტარიფით იღებს. ასე რომ, ეს დიდი ტყუილია და მინდა საზოგადოება არ იყოს შეცდომაში შეყვანილი. არ შეიძლება ოპოზიციური დამოკიდებულების გამო ტყუილები ილაპარაკო. თუ გაინტერესებთ თუ ვინ იღებს ელექტროენერგიას 9-თეთრიანი ტარიფით, მას ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველოს ნახევარი მილიონი მოქალაქე იღებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არიან და ასევე, მაღალმთიანი რეგიონების 1900 სოფლის მოსახლეობა - მათთვის ელეტროენერგიის ტარიფი არის განახევრებული. ასეთია ობიექტური სიმართლე”, - განაცხადა ქუცნაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.