„მთავარია სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს“ - იან კელი სააკაშვილის საქმეზე

10:33 12-12-2017
47

მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.როგორც იან კელი აცხადებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში. მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს და ყველა ამას დააკვირდება. რაც შეეხება ამ მოვლენების ასახვას საქართველოზე, ის არის საქართველოს ყოფილი მეთაური. ჩვენი ინტერესია საქართველოს დავეხმაროთ წინ წავიდეს, განვითარდეს და გახდეს უფრო წარმატებული. ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე,- განაცხადა იან კელიმ.